4 ნოემბერს, , თბილისში," აზერბაიჯანულ - გერმანული ბიზნეს ფორუმი გაიმართება.
ღონისძიება აზერბაიჯანული ბიზნეს ასოციაციისა (AZEBI) და გერმანული ბიზნეს ასოციაციის (DWVG) ინიციატივით ეწყობა.
აღნიშნული ფორუმი მიზნად ისახავს საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანული და გერმანული ბიზნეს კომპანიების დაახლოებას და სამომავლო თანამშრომლობისთვის საფუძვლის ჩაყრას.
ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული აზერბაიჯანისა და გერმანიის ელჩები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი მრჩეველი, ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი პერტაია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ირაკლი მატკავა დაესწრებიან.
აზერბაიჯანული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში (AZEBI) 2009 წლის იანვარში დაარსდა. დღეისათვის ორგანიზაციაში 30-მდე აზერბაიჯანული კომპანიაა გაწევრიანებული.
გერმანული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში (DWVG) 2007 წელს შეიქმნა და დღეისათვის 45 წევრს ითვლის.
სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ფორუმი 18:00 საათზე დაიწყება.