დღევანდელ მსოფლიოში კონფლიქტების ძალით მოგვარება ვერ მოხდება.
ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "როსიისკაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კონფლიქტების მოგვრება ძალის გამოყენებით ვერ მოხდება, როგორც ეს საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მშვიდობიან მოსახლეობაზე და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმით გააკეთა გაკეთა.
"წელს პოზიტიური ტენდენცია იყო - ჩვენ, ყველა უფრო აქტიურად დავკავდით მოლაპარაკებებისა და რეგიონული კონფლიქტების დარეგულირების პრევენციული მექანიზმებით. ეს ძალიან კარგი და სწორი ტენდენციაა, რომელიც ეფუძნება ობიექტურ სიახლოვეს, ეროვნულ ინტერესებს, პრაგმატულ, თავისუფალ იდეოლოგიურ მიდგომას. საერთაშორისო საფრთხეებს მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით ყველა ქვეყნისთვის საერთოა. ისინი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა განიარაღებისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის, ტერორიზმთან ბრძოლა, ნარკოტიკების გავრცელებასთან და ორგანიზებულ დანაშაულს", - აღნიშნა ლავროვმა.
მისივე შეფასებით, საფრთხეების მოითხოვს კოლექტიური გზების ძიებას, მოდერნიზებას, გლობალურ მმართველობის რეფორმას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტების დახმარებას.