დღეს, 27 ოქტომბერს 11:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე მარნეულში, გამგეობის შენობაში, ქვემო ქართლის მოსახლეობას შეხვდებიან, რათა გლეხებსა და ფერმერებს მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია სამინისტროს მიერ განხორციელებული ახალი პროგრამის დაწყების შესახებ.
პროგრამა გულისხმობს, გლეხური და ფერმერული მეურნეობების ჰიბრიდული, გვალვაგამძლე და მაღალმოსავლიანი სიმინდის თესლით უზრუნველყოფას.