დღეს, 27 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი კახეთის რეგიონს ეწვევა და ქ. გურჯაანის გამგეობის შენობაში მოსახლეობას შეხვდება. მინისტრი გლეხებსა და ფერმერებს პირადად გააცნობს სამინისტროს მიერ განხორციელებული ახალი პროგრამის შინაარსს. პროგრამა გულისხმობს, გლეხური და ფერმერული მეურნეობების ჰიბრიდული, გვალვაგამძლე და მაღალმოსავლიანი სიმინდის თესლით უზრუნველყოფას.
შეხვედრას დაესწრებიან კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი, კახეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები და რწმუნებულები.