"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მმართველ გუნდთან მოლაპარაკების გაგრძელებას იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ "ოცნება" მოლაპარაკების მაგიდასთან ადეკვატური შემხვედრი წინადადებით მოვა.
მისივე თქმით, ოპოზიცია მზადაა მოლაპარაკებები განაგრძოს იქამდე, სანამ შეთანხმების მიღწევის მცირე შანსი მაინც არსებობს.
"როგორც ჩანს, ფასილიტატორი ელჩები "ქართული ოცნებისგან" ელოდებიან კონკრეტულ წინადადებას და შემოთავაზებას. აზრი მაშინ ექნება, თუ რეალურად "ქართული ოცნება" მოვა შემხვედრი, ადეკვატური, რეალისტური წინადადებით. შეხვედრას შეხვედრისთვის აზრი არ ექნება, თუმცა, სანამ ოდნავ მაინც რჩება შანსი, რომ შეხვედრა შედგეს და შედეგი გამოიღოს, ოპოზიცია კარს არ მოიჯახუნებს და ყველა შანსს გამოიყენებს, რომ მოლაპარაკება შედგეს”,- განაცხადა მან.