თბილისში, ნაძალადევის რაიონში სროლა იყო. მომხდარის შედეგად ერთი მამაკაცი დაიჭრა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.