გიორგი თარგამაძე კი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ყურადღება გაამახვილონ "პრესის ასოციაციის" მიერ უკვე შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტზე, რომლის განხილვასაც ხელისუფლება უკვე რამდენი ხანია ყურადღების მიღმა ტოვებს.
როგორც "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა აღნიშნა, აღნიშნული პაკეტის საჯარო განხილვა ხვალ, 27 ოქტომბერს, სახალხო დამცველის ოფისში იმართება, ორშაბათს, 1-ელ ნოემბერს კი "ქრისტიან-დემოკრატები" ფრაქციის გაფართოებულ სხდომაზე გეგმავენ პროექტის ავტორებისაგან ინფორმაციის დეტალურ მოსმენას.
"ქრისტიან დემოკრატები" ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებენ, რომ დაესწრონ ამ განხილვას. თარგამაძის თქმით, პრესის ასოციაციის მიერ მომზადებული ეს საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დიდი ხანია პარალმენტში შესულია მათი ფრაქციის სახელით, თუმცა მისი განხილვა დღემდე არ მოხერხდა. სწორედ ამიტომ იგი პრესის ასოციაციის საკანონმდებლო წინადადებების დაჩქარებულ განხილვას მოითხოვს, რადგან მისი თქმით ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი სასწორზე დგას.
ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტში მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში მედიასაშუალებების გამჭვირვალობას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ მედიასაშუალებების მფლობელებსაც შეეხებათ.
საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განმარტებით, შესაბამისი კომიტეტები ინიციატივას უახლოესი ორ კვირის განმავლობაში მოამზადებენ რის შემდეგაც პარლამენტი ინიციატივის განხილვას დაიწყებს.