გერმანიის ქალაქ ობერჰაუზენის აკვარიუმ "ზეელაიფში" მოკვდა "წინასწარმეტყველი" რვაფეხა პაული, რომელმაც სახელი მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ზუსტი პროგნოზებით გაითქვა.
შეგახსენებთ, რომ პაულმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიის ნაკრების მიერ ჩატარებული ყველა მატჩის შედეგი წინასწარ გამოიცნო. მან ასევე, "იწინასწარმეტყველა" მსოფლიოს ჩემპიონის (ესპანეთი) და მესამე ადგილოსანის (ჰოლანდია) ვინაობა.
საფეხბურთო მატჩების შედეგების პროგნოზირება პაულმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაიწყო, როდესაც გერმანიის ნაკრების ყველა მატჩის შედეგის გამოცნობა მოახერხა გარდა ერთისა - ფინალში მან გერმანელების გამრჯვება "იწინასწარმრტყველა" თუმცა ევროპის ჩემპიონები ესპანელი ფეხბურთელები გახდნენ.
ცნობისათვის პაულის წინასწარმეტყველება შემდეგ პრინციპში მდგომარეობდა, მატჩის წინ მას საკვებით სავსე ორ ყუთს უდებდნენ, რომელზედაც მოწინააღმდეგე გუნდების ქვეყნების დროშები იყო გამოხატული. რომელი ყუთიდანაც პაული მიდიებს მიირთმევდა, შემდეგში სწორედ იმ ქვეყნის ნაკრები იმარჯვებდა.