ინტერნეტ-გვერდი "Wikileaks"-ი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვებას იწყებს. საიტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი პროექტის ძირითადი სამიზნე იქნება "რუსეთის, ჩინეთისა და ცენტრალური აზიის დესპოტური რეჟიმები".
ინტერნეტ-გვერდი "Wikileaks"-ის დამფუძნებლის მოადგილე კრისტინ ხრაფსონი გაზეთ "კომერსანტთან" საუბარში აცხადებს, რომ მათ ძალიან დიდი დრო წაართვა ირანისა და ავღანეთის თემაზე მუშაობამ და ახლა ისინი სხვა რეგიონებზე სამუშაოდ მზად არიან.
"ვფიქრობ რუსი მკითხველი ძალიან ბევრ ახალს გაიგებს თავისი ქვეყნის შესახებ", _ აცხადებს ხრაფსონი. საიტის ხელმძღვანელი ჯულიან ესენჯი კი აცხადებს, რომ ე.წ. რუსული დოსიეს შეგროვებაში მათ აქტიურად ხელს უწყობენ ამერიკელები.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ-გვერდი "ჭიკილეაკს"-მა რამდენიმე დღის წინ "ავღანური" და "ირანული" სკანდალური დოსიეები გამოაქვეყნა.