ქალაქს, რომელსაც ხშირად მსოფლიოს იურიდიულ დედაქალაქს უწოდებენ, აქ განლაგებული საერთაშორისო სასამართლოების დიდი რაოდენობის გამო, შესაძლოა კიდევ ერთი - ფინანსური ტრიბუნალი მიემატოს.
ინფორმაციას ამის შესახებ ჰოლანდიური გაზეთი "ფინანსიელე დახბლადი" ავრცელებს. გაზეთის ინფორმაციით ეს იქნება ტრიბუნალი სადაც მიმართვის საშუალება ექნებათ _ ბანკებს, ინვესტორებს, საპენსიო ფონდებს და სხვა ფინასურ დაწესებულებებს რთული საერთაშორისო დავების გადასაწყვეტად.
გეგმის მიხედვით ფინანსური ტრიბუნალი ჰააგაში 2011 წლიდან მუშაობას დაიწყებს.
ახალ ტრიბუნალს ეყოლება თავისი საკუთარი 100 აღიარებული ექსპერტი - ესენი იქნებიან სპეციალისტები სხვა და სხვა ფინანსურ-ეკონომიკურ საკითხებში.