საქართველოსთვის უკრაინისგან იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს წინააღმდეგ აღიძრას.
ამის შესახებ "რეგიონალური პარტიის" თავმჯდომარის მოადგილემ ვალერი კონოვალიუკმა განაცხადა.
უკრაინული გაზეთის "დელოს" ინფორმაციით, 2008 წელს შემოდგომაზე უკრაინაში შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რომელიც საქართველოში უკრაინული იარაღის შეტანის საქმეს სწვალობს. კომისიის შექმნის მიზეზი კი გახდა რუსული მხარის ბრალდებები, რომელმაც ოფიციალურ კიევი საქართველოს ხელისუფლებისთვის იარაღის მიწოდებაში დადანაშაულა.
კონოვალიუკის თქმით, კომისიის მიერ საქმის შესწავლის შემდეგ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელში იუშენკო შესაძლოა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გახდეს.
"ყველა ფინანსური მაქინაცია, რომელიც საქართველოში იარაღის გაყიდვას უკავშირდებოდა პირადად ვიქტორ იუშენო აკონტროლებდა", - აღნიშნა რადას დეპუტატმა.
როგორც უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, იარაღის უკანონო გაყიდვასთან დაკავშირებით საქმე ჯერ კიდევ 2005 წელს აღიძრა, თუმცა კონკრეტულ პერსონების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კრემლმა უკრაინა საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა, თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იარაღის მიყიდვის დროს სახელმწიფოები საერთაშორისო სამართლის ნორმებით მოქმედებდნენ.