ინდონეზიაში 7.5 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
მთავარი დარტყმა მოხდა დასავლეთ სუმატრაზე. ეპიცენტრი იყო ქალაქ პადანგიდან 244 კილომეტრის მოშორებით.
ჯერჯერობით უცნობია არაა, თუ რა რაოდენობის ზარალი მიაყენა მიწისძვრამ ინდონეზიას.
ინდონეზიაში ყოველწლიურად უამრავი მიწისძვრა ხდება. 2009 წელს მიწისძვრების შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ივნისში ქვეყანაში სამი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც სახლების დანგრევა გამოიწვია.
ხშირ მიწისძვრებს განაპირობებს ქვეყნის მდებაროება. ის მოქცეულია დედამიწის იმ სფეროში, სადაც ხშირია მიწისძვრები და ვულკანები.