ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიტ კარზაიმ ამერიკულ გამოცემა თჰე Nეწ Yორკ თიმეს- თან საუბრისას აღიარა, რომ ირანისგან ფულად დახმარებას იღებდა. მისი თქმით, ეს პროცესი იყო გამჭვირვალე და კანონიერი. კარზაის მტკიცებით, ფული ხმარდებოდა არა ინდივიდუალურად რომელიმე პირს, არამედ პრეზიდენტის რეზიდენციას.
"ირანი ჩვენთვის წელიწადში ერთხელ ან ორჯერ დაახლოებთ 600-700 ათას ევროს გამოყოფს. მაგრამ ეს არ ის ოფიციალური დახმარება. ჩემი შტაბის უფროსი ომარ დაუძაი ფულს ჩემი მითითებით იღებს. დახმარებას ვიღებთ სხვადასხვა მეგობარი ქვეყნიდან. ეს არის გამჭვირვალე პროცესი. ანალოგიურად გვეხმარება ამერიკაც ჩვენი რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის. ძალიან მადლობლები ვართ ირანელების", - განაცხადა კარზაიმ.
ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ ირანელებმა მილიონობით დოლარი გამოუყვეს ავღანელებს, ავღანელი პოლიტიკოსების, სულიერი ლიდერებისა და თალიბების ნდობის მოსაპოვებლად.