უამინდობის გამო ბახმაროში გზა ჩაიკეტა. კურორტზე, ამ დროისთვის, დაახლოებით 50-მდე მანქანაა ჩარჩენილი.
ჩოხატაურის მერის განცხადებით, ადგილზე საგზაო-სატრასპორტო დეპარტამენტის წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
"გარდა სპეციალური ტექნიკისა, იკრძალება ამ მონაკვეთზე გადაადგილება. ეს მანქანები ავიდნენ გუშინ, თუ გუშინწინ. როგორც მეუბნებიან, დაახლოებით, 60 ერთეული მანქანა. ადგილზე არის ჩვენი წარმომადგენელიც.
ბახმაროს ტერიტორიაზე გადაადგილება ხდება, ჩვეულებრივად, არის ამოსასვლელი ადგილი, სადაც, ჯერჯერობით, დაახლოებით 50 სმ-ა თოვლის საფარი იქ ვერ ხდება ამოსვლა. თოვის ინტენსივობა კლებულობს," - ამბობს კუჭავა.