აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა და სასწავლებლის დამფუძნებელმა ნინო ჩიკვაშვილმა ჩაუშვეს.
19-წლიანი გამოცდილების ქართულ-ამერიკული საგანამანათლებლო დაწესებულების მშენებლობა 2021 წელს დასრულდება და 800-მდე მოსწავლეს უმაღლესი ხარისხის ეროვნული და ამერიკული განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
პროექტს სკოლა "პროგრესი" შპს „ანაგი განათლებასთან“ ერთად განახორციელებს. დასავლეთ საქართველოში პირველი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია მოსწავლეებს სკოლამდელ (American pre-school), დაწყებით, საბაზო, საშუალო განათლებას, ასევე წინასაუნივერსიტეტო პროგრამებს შესთავაზებს. აქვე იქნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლაც (American high school), რომელიც ამერიკული საერთაშორისო ატესტატით საერთაშორისო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების საუკეთესო გზაა.