მეექვსე დღეა, სამართალდამცველებმა გორში გაუჩინარებული 21 წლის ბიჭის კვალს ვერ მიაგნეს.
უცნობია, რა ტერიტორიაზე ჩატარდა ან მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები და გაფართოვდა თუ არა ტერიტორიის არეალი, რომელზეც პოლიცია კვალის დადგენას ცდილობს.
"მაშველები არიან თბილისიდან ჩამოსულები, წუხელ ეძებდნენ მტკვარზე და რომ დაღამდა, მერე უთხრეს, ხვალ გავაგრძელებთო, ეხლა არაფერი ჩანსო", - ამბობს დაკარგულის ოჯახის ახლობელი.