„საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია, ჩვენ ახლა ვართ პოლიტიკურ დიალოგში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დიალოგი არ დასრულებულა და კარი შეთანხმებისთვის კვლავ ღიაა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდება.
„როგორც იცით, ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ მოლაპარაკების დეტალებს არ ვასაჯაროებთ და შესაბამისად, ამ თემაზე კომენტარებს ვერცერთი ჩვენგანი ვერ გააკეთებს. საზოგადოებას ექნება მეტი ინფორმაცია, როგორც კი შეთანხმებები კონკრეტულ საკითხებზე მოხდება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.