ნიუ-იორკელი კონგრესმენი, რესპუბლიკური პარტიის წევრი, ენტონი ვეინერი YouTube ე-ს ხელმძღვანელობას მოუწოდებს, ალ-ქაიდას მოწოდებების შემცველი ვიდეობი ვებ-ვერდიდან წაშალოს. შესაბამისი თხოვნით კონგრესმენმა უკვე მიმართა YouTube -ს ხელმძღვანელობას.
კონგრესმენი განსაკუთრებულ აქცენტს იემენელი ტერორისტის, ანვარ-ალ-ავლაკის ვიდეო მიმართვებზე აკეთებს, რომელსაც "ბინ-ლადენს ინტერნეტში" უწოდებს.
" YouTube -ზე ასობით ანვარ-ალ-ავლაკის ვიდეოს ყურებაა შესაძლებელი, რომლებიც ჯამში 3,5 მილიონ მომხმარებელზე მეტმა ნახა", - აცხადებს კონგრესმენი და დასძენს, რომ ალ-ქაიდა საკუთარ იდეოლოგიას ახლა უკვე ინტერნეტის საშუალებით ავრცელებს და ახალგაზრდა მუსულმანებს ტერორისტული საქმიანობისაკენ მოუწოდებს.
ამერიკელი კონგრესმენის მოთხოვნის შესახებ Yოუთუბე-ს ხელმძღვანელობას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.