ქედის რაიონის სოფელ "მერისში" უკვე ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული მერისობა აღნიშნეს.
დღესასწაულს საფუძველი ოთხი წლის წინ ჩაეყარა და, როგორც თავად მერისელები ამბობენ, ეს დღე იმისთვის არსებობს, რომ ყველა ის ადამიანი შეიკრიბოს, ვისი ფესვებიც ამ სოფელს უკავშირდება.
დღესასწაული ხეობისთვის დამახასიათებელი სამზარეულოს დაგემოვნებით დაიწყო, მერისის თემში შემავალმა შვიდივე სოფელმა ტრადიციული კერძები წარმოადგინა.
სამზარეულოს გაცნობას ფოლკლორული კონცერტი მოჰყვა. ქედისა და მერისის კულტურის სახლებთან არსებულმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. კონცერტზე 5 საპატიო მერისელიც დაასახელეს.
დღესასწაულის ფარგლებში წელს პირველად გაიმართა სპორტული ღონისძიებებიც. დღეს ერთმანეთს ქართული ჭიდაობაში ფალავნები დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულს ტრადიციულად საჩუქრად ჭედილა ერგო.