შემოსავლების სამსახური, ახალი მომსახურების - „ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა" - დანერგვას იწყებს.
შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული მომსახურეობის დანერგვის მიზანია საგადასახადო პროცედურების გამარტივება.
"აღნიშნული მომსახურებით ბიზნეს სექტორს ვთავაზობთ დაცულ, გამარტივებულ პროცედურებს, რაც უზრუნველყოფს რისკების მინიმუმამდე დაყვანას. ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურის დახმარებით მცირდება მისი გაყალბების შანსი, ბიზნეს პარტნიორები ოპერატიულად ცვლიან ინფორმაციას, ავტომატურ რეჟიმში ახდენენ ფაქტურის დაწტვილებას და მის აღრიცხვას,"- განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.
ახალი მომსახურეობის პრეზენტავია დღეს, 25 ოქტომბერს, 13 საათზე, სასტუმრო „Radisson Blu Ivera"-ში გაიმართება.