გაყალბებულ არჩევნებს დაემატა მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, ეს ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი ძალაუფლების შესანარჩუნებლად
„ვნახეთ, რომ გაყალბებულ არჩევნებს დაემატა მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა, რომ "ქართულ ოცნებას" არ მივცეთ საშუალება საკუთარ ძალაუფლებას გადააყოლოს ამ ქვეყნის მომავალი და მიგვიყვანოს იმ ზღვარზე, სადაც სამოქალაქო დაპირისპირება იწყება.
რაც შეეხება მოლაპარაკებას- ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის,მაგრამ ჩვენი წითელი ხაზები არის ცნობილი - უნდა იყოს სტაბილურობა და სიმშვიდე, ქვეყანაში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და არჩევნები უნდა ჩატარდეს ძალადობისგან თავისუფალ გარემოში. არ უნდა დავუშვათ ქვეყანაში ვითარების გამწვავებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ფოტო: ევროპული საქართველო