მიმდინარე კვირაში რუისის მიმართულებით ბეტონის საფარიანი გზის 15-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნება. გზის მშენებლობის მიმდინარეობა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გუშინ მოინახულა.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, წლის ბოლომდე რამდენიმე გზის შმენებლობის დაწყება იგეგმება.
"ინფრასტრუქტურა გზის გასწვრივ მთლიანად შეიცვალა. ამ გზაზე მოძრაობისას თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ორი დიდი ქარხანა. ყველაზე მნიშვნელოვანი, არის კონკრეტული მონაპოვარი ამ კონკრეტული გზის. ეს არის კოჭების წარმოება. საქართველოში კოჭებს სამი საწარმო აწარმოებს, როცა ერთი წლის წინ არცერთი იყო. მშენებლობა ერთი წელია მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრი ადამიანი დასაქმდა და ბევრი ოჯახის შემოსავლის წყარო გახდა," - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მაგისტრალის ამ მონაკვეთზე ცემენტო-ბეტონის საფარს აგებენ.
მდინარე ლიახვის პარალელურად 2800 მეტრიანი ესტაკადის მშენებლობა გრძელდება.
მიმდინარეობს ორი 800 მეტრიანი გვირაბის მშენებლობაც. აშენდა ერთი ხიდიც რომელიც ნოემბერში გაიხსნება.
სამუშაოებზე სულ 470 ადამიანია დასაქმებული.