სომალელმა მეკობრეებმა აღმოსავლეთ სანაპიროზე აფრიკული ხომალდი " MV YORK " გაიტაცეს, რომელიც სინგაპურის დროშის ქვეშ ცურავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, გემზე 17 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი გერმანიის, ორი უკრაინის და 14 ფილიპინების მოქალაქეა.
გემზე არსებული ტვირთის და მის გატაცების სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.