სამართალდამცველებმა დააკავეს იტალიურ მაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელმძღვანელი ჯერალდინიო მასინა, რომელსაც 11 წლის განმავლობაში ეძებდნენ.
იტალიური მაფიის "ბოსის" დაკავება მის საიდუმლო სამალავში, სიცილიაში, პროვინცია აგრიჟენტოს სოფელ ფავარაში მოხდა. დაკავების დროს დამნაშავე შეიარღებული იყო ორი პისტოლეტით, მაგრამ სწრაფი რეაგირების რაზმის მიერ "დასაბრმავებელი ყუმბარის" აფეთქების გამო მათი გამოყენება ვერ შესძლო.
იატალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ მარონიმ სამართალდამცველებს "ოპერაციის ბრწყინვალედ" ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს იყო "სიცილიის მაფიისთვის მომაკვდინებელი დარტყმა.
მისვე თქმით, ყველაზე საშიში დამნაშვების 30 კაციანი სიიდან, რომელიც 2008 წელს გამოქვეყნდა მხოლოდ 16 ადამიანი დარჩა დასაკავებელი.
ჯერალდინიო მასინას ბრალად ედება იტალიელი სერჟანტის მკვლელობა, 1992 წელს.