ერაყის ჩრდილოეთში, მოსულეში მომხდარი ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და ათი დაიჭრა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "იტარ-ტასი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ადგილობრივი უშიშროების ძალების ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილი სამედიცინო კომპლექსთან აფეთქდა, რომელიც აერთიანებს ცენტრალურ ჰოსპიტალს, სამშობიარო კლინიკას, სამედიცინო კოლეჯს და საგანგებო სიტუაციების სამსახურს.
აფეთქების შედეგად რამდენიმე ავტომანქანა დაზიანდა.
ამ დროისთვის პოლიცია ცდილობს დაადგინოს ავტომობილი თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა, თუ ავტომანქანაში მხოლოდ ბომბი იყო ჩამონტაჟებული.