გერმანული გაზეთის " Suddeutsche Zeitung " მტკიცებით, უკრაინამ და პოლონეთმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრების ჩატარების ნებართვისთვის "უეფას" დირექტორატის წევრები მოისყიდა.
გამოცემის ინფორმაციით, კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი სპიროს მაპანგო ამტკიცებს, რომ მას აქვს მტკიცებულება "უეფას" აღმასრულებელი კომიტეტის ხუთი წევრის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით.
საქმე ეხება 11 მილიონ დოლარს, რომელიც მათ უკრაინაში და პოლონეთში ფინალური მატჩების ჩატარების მხარდაჭერისთვის მიიღეს.
როგორც ცნობილია, უკრაინასა და პოლონეთში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩები გამართვა 12 ხით 8-ს წინააღმდეგ გადაწყდა.