კენიიის დედაქალაქ ნაირობიში, საფეხბურთო სტადიონზე მომხდარი ჭყლეტვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი კენიის ორი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო გუნდის მატჩის დროს მოხდა (საფეხბურთო კლუბი "გორ მაჰია" "ლეოპარდებს" ხვდებოდა).
გულშემატკივართა დიდი ჯგუფი ნიაიოს ეროვნულ სტადიონზე შეღწევას ერთდროულად ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, სტადიონის, მხოლოდ ერთი შესასვლელი კარი იყო ღია. სტადიონზე მომხდარი ჭყლეტვის შედეგად 6 ადამიანი ადგილზე, ხოლო ერთი საავადმოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.
მიუხედავად უბედური შემთხვევისა, მოედანზე საფეხბურთო მატჩი მაინც გაგრძელდა.
სტადიონის ოფიციალური პირების განცხადებით, მატჩის გაგრძელების გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღეს, რომ სტადიონზე პანიკა არ შექმნილიყო, რაც მათი თქმით, უფრო დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა.