რუსეთი მოლდოვადან შეიარაღებულ ძალებს ვერ გაიყვანს და საბრძოლო მასალებს ვერ გაიტანს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის შესახებ 1999 წელს სტამბულში, ეუთოს სამიტზე ხელშეკრულება გაფორმდა.
ამის შესახებ კიშინოვში ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა მოლდოვაში ვალერი კუზმინმა განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ "1999 წელს მსოფლიო სხვანაირი იყო, მათ შორის მოლდოვაც".
რუსი დიპლომატის მტკიცებით, რუსეთი ასრულებდა საკუთარ მოვალეობას, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დნესტრისპირეთში პრობლემის დარეგულირების პროცესი შეწყდა, საბრძოლო მასალების გატანა შეუძლებელი გახდა, ხოლო სამშვიდობოების შენარჩუნება - აუცილებელი.
"ეს არ არის შანტაჟი და ოკუპაცია, არამედ გარანტია, რომ კონფლიქტი არ განახლდეს", - აღნიშნა კუზმინმა.
მანვე უკმაყოფილება გამოთქვა მოლოდოვას პრეზიდენტის მიხაი გიმპუს მიმართ, რომელმაც რუსეთის ჯარების გაყვანა მოითხოვა.