საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის რეიტინგი საპენსიო რეფორმის გამო 30%-მდე დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო მოსკვი" ავრცელებს.
კითხვაზე, ხართ თუ არა კმაყოფილი პრეზიდენტ სარკოზის მუშაობით, გამოკითხულთა 32% უპასუხა, რომ "ძალიან უკმაყოფილოა", ხოლო 38% - "საკმაოდ უკმაყოფილი".
სარკოზის საქმიანობით კმაყოფილი რესპოდენტების მხოლოდ 5% აღმოჩნდა, ხოლო 25% კი საკუთარი მოსაზრების გამოთქმისგან თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლა სარკოზიზე მაღალი რეიტინგი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ფაონის აქვს.
მისი მუშაობით მოსახლეობის 48% კმაყოფილია.