ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა მაროკოს ქალაქ აგადირში ახალგაზრდებს შორის ძიუდოს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
სულ ჭრიკიშვილმა 6 შეხვედრა გამართა. პირველ შეხვედრაში მან ამერიკელი დერეკ ვოიცეკი იპონით დაამარცხა. შემდეგ ორ შეხვედრაში ჭრიკიშვილმა უკრაინელ დენის გრიგორენკოსა და სლევენიელ გასპერ ჯერმანს თითო-თითო იუკოთი მოუგო.
მორიგი მეტოქე თურქი ბატუჰან ეფემგილი 2 წუთსა და 19 წამში დაამაცხა.. ნახევარფინალში იუნ ტოიოდას იუკოთი მოუგო, გადამწყვეტი გამარჯვება კი იუიჩი კიტანოსთან ვაზარით მოიპოვა.
ჩემპიონატის ბოლო, მეოთხე დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა და გოგონათა ბოლო ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით ონისე ბუღაძე, გიორგი კობერიძე (ორივე 100 კგ), უშანგი კოკაური და ლევან მათიაშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ.