ჰაიტში ქოლერით დაღუპულთა რაოდენობამ 220 ადამიანს მიაღწია, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა სამი ათასს აჭარბებს.
კარიბის ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრის ალექს ლარსენის თქმით, საქმე ეხება განსაკუთრებით საშიში შტამპის ქოლერას. დაინფიცირების შემდეგ ადამიანი შეიძლება სამ საათში გარდაიცვალოს.
რაიონებში, სადაც დაავადება მძვინვარებს, ექიმების დამატებითი კონტიგენტი, წამლები და სასმელი წყალი გაიგზავნა.
მიწისძვრისგან უსახლ-კაროდ დარჩენილ 1,3 მილიონ ადამიანს, რომლებიც კარვებში ცხოვრობენ, ექიმები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდებიან.
ჰაიტის ხელისუფლების ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ქოლერით 194 ადამიანი დაიღუპა.
მათივე ინფორმაციით, ქოლერის პირველი ხუთი შემთხვევა დედაქალაქში, პორტ-ო-პრენსში გამოვლინდა.