გორში შარტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ხანძარი ლიკვიდირებულია.
შიდა ქართლის საგანგებო სიტუციების მართვისა და გორის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაცია უმოკლედ დროში მოახდინეს.
ცეცხლი სახლში დღეს დილით, 6:30 სთ-ზე, სავარაუდოდ, მაცივრიდან გაჩნდა.
სახლში ამ დროს 3 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი მოხუცებული ქალბატონი.
ხანძრის შედეგად დაიწვა სამზარეულო და ერთი ოთახი. სხეულის დაზიანება არავის მიუღია