გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მხარს არ უჭერს ნატოსთან ნაჩქარევ დაახლოებას. შესაბამისი განცხადება ანგელა მერკელმა ნატოს გენერალურ მდიანთან ანდრეს ფოკ რასმუსენთან განაცხადა.
მერკელი მიიჩნევს, რომ მხარეებმა ერთმანეთისგან ზედმეტი არ უნდა მოითხოვონ.
კანცლერის თმით, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედებვის მონაწილეობა ნატოს სამიტში რომელიც 19 ნომებერს ლისამონში გაიმართება უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს.
"დასაწყისისთვის რუსეთმა და ნატომ უნდა ჩაატარონ შესაძლოს საფრთხეების ერთობლივი ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება იმ სფეროების განსაზღვრა, რომლებშიც შესაძლებელია რუსეთისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობა", _ განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ოქტომბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა რომ რუსეთის პოზტიური მომავალი უკავშირდება ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობას მან ასევე აღნიშნა თავისი სურვილის შესახებ რუსეთი და საქართველო იხილოს ერთმანეთთან მშვიდობიასა და ჰარმონიაში მცხოვრებნი.