ავღანეთის პროვინცია გერატში ბოევიკები გაეროს შენობას თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ადგილობრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თვითმხილველები შენობის რაიონში მომხდარ სამ აფეთქებაზე საუბრობენ.
ავღანელმა პოლიციელებმა და სამხედროებმა ობიექტი ალყაში მოაქციეს.
არსებული ინფორმაციით, რომ შენობის შესასვლელი აფეთქების შედეგად განადგურდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.