"როდესაც დავასრულებთ წალკის ახალ გზას, ახალქალაქში პროდუქციის ჩატანა პრობლემა აღარ იქნება", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკააშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონალური განვითარების სამინისტროების გაერთიანებულ სხდომაზე.
"როგორც იცით, წალკიდან პრდუქციის გამოტანა პრობლემა იყო. როდესაც 10-15 ნოემბრისთვის დავასრულებთ ამ გზას ,ახალქალაქში პროდუქციის ჩატანა პრობლემა აღარ იქნება", _ განაცხადა სააკაშვილმა.
"გომბრის გზის გახსნამ მოგვცა ის, რომ ყველა პროდუქცია, რაც მოვიდა რეგიონში, გამოვიტანეთ ერთი საათით ადრე და ეს მნიშვნელოვანია. საგზაო სფეროში 22 ათასი კაცია დასაქმებული. ეს არის 22 ათასი ოჯახი, რომელსაც აქვს შემოსავალი. სამი ბეტონის დამგები მანქანაა საქართველოში, რომელზედაც გერმანელი ოპერატორი მუშაობაში 15 ათას ევროს იღებდა", _ განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან უკვე გაფორმებულია კონტრაქტი და ერთი წლის განმავლობაში დღეს იქ უკვე ქართველი ოპერატორები არიან.
"მართალია, ხელფასს ამდენივეს ვერ ვუხდით, მაგრამ მათ დაახლოებით ისეთივე ხელფასი აქვთ, როგორიც მე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ იმ ტექნიკაზე, რომელიც შემოვიდა, 36 ბეტონის და 32 ასფალტის ქარხანა გავხსენით ", _ განაცხადა პრეზიდენტმა.