დღეს, 13:00 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენის მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგელები შეხვდებიან.
ეადიო ჰერეთის ინფორმაციით, ადგლობრივები ტყეში შეშის მოჭრაზე ნებართვას ითხოვენ, რის გამოც მათ 15 ნოემბერს საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეთა თქმით, სატყეო დეპარტამენტი ტყეში შესვლის და ხის მოჭრის უფლებას არ აძლევს.
"ჩვენს ინტერესში აქციის გამართვა არ შედის. ვითხოვთ შეშას, რომელიც ზამთრის გადასატანად გვჭირდება. თუ პრობლემის მოგვარებაში არავინ დაგვეხმარა იძულებული გავხდებით პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართოთ", - განუცხადეს რადიო „ჰერეთს" აფენში მაცხოვრებლებმა.