საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, ანდრის ვილკანსის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მიმართ ლატვიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.