პარიზში გაფიცვა დასრულდა. შეტაკებისა და არეულობის შემდეგ დემონსტრანტებმა საპროტესტო გამოსვლები შეწყვიტეს, თუმცა პროფკავშირები საპროტესტო აქციის კიდევ ორი დღით გაგრძელების მოწოდებით გამოდიან, რადგან საპენსიო რეფორმის საკითხზე საბოლოო კენჭისყრა კვირის ბოლოს უნდა გაიმართოს.
პროფკავშირის წევრები ამბობენ, რომ თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება მომდევნო გამოსვლები 28 ოქტომბერსა და 6 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში ასობით ათასი ადამიანი საფრანგეთის დედაქალაქში საპენსიო რეფორმას აპროტესტებდა. მთავრობა საპენსიო ასაკს 60 დან 62 წლამდე ზრდის. რამდენიმე შეტაკების გამო პოლიციას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებაც დასჭირდა.