შემოდგომის ზეიმი - "გურჯაანობა" წელს 10 ნოემბერს ტრადიციულად ახტალის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება გრანდიოზული იქნება და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ კახური სამზარეულო დააგემოვნონ.
რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, გაიმართება კონცერტი, სადაც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების გარდა ქართული ესტრადის მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.