გურჯაანში "კახეთ-იონის" დიაგნოსტიკურ ცენტრში, ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორია გაიხსნება.
რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით საქართველოს პირველი ლედი, სანდრა რულოვსი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი, გურჯაანში ქართულ - ფრანგულ სამედიცინო ცენტრ "კახეთი - იონს" ესტუმრნენ.
მათ სპეციალისტებთან ერთად მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს. სანდრა რულოვსის განცხადებით, მსგავსი ტიპის ლაბორატორია ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას.