თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გარიცხეს სტუდენტი, რომელმაც ონლაინლექციის დროს ლექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო. იუწყება ტელეკომპანია "ფორმულა".
გარდა ამისა, თსუ-მ ონლაინლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინიტროს მიმართა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისმის, როგორ აყენებს შეურაცხყოფას სტუდენტი ლექტორს.