თერჯოლის მუნიციპალიტეტი დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა.
აქციაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპების თანამშრომლებთან და მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.
დასუფთავდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორია, ქალაქის ცენტრი, სოფლების ადმინისტრაციული შენობებისა და ტურისტული ლოკაციების მიმდებარე ტერიტორია.
დასუფთავების აქცია, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებისა და სახელმწიფო რეგულაციების გათვალისწინებით, მცირე ჯგუფების მონაწილეობით ჩატარდა.
საერთაშორისო კამპანია - „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაარსდა. იგი ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება და ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩასატარებლად მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს აერთიანებს. მასში 130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველო.
საქართველოში ღონისძიება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
2020 წლის მსოფლიო დასუფთავების კამპანიის გზავნილია: „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“.