სახელმწიფოთაშორისმა საავიაციო კომიტეტმა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზები დაადგინა. ეს განცხადება სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ოლეგ ერმოლოვმა გააკეთა.
ერმოლოვი აცხადებს, რომ კატასტროფის მიზეზები ფართო საზოგადოებისათვის მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც მას სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის ტექნიკური კომისია გაეცნობა და თავის კომენტარებს გააკეთებს.
"ყველა არსებული ფაქტისა და მდგომარეობის საფუძველზე დადგენილია უშუალუ და სისტემური მიზეზები, ასევე ხელისშემწყობი ფაქტორები, რომელთა გამოც ყველაფერი კატასტროფით დასრულდა. მომზადებული ანგარიშს ხელს სახელმწიფოთაშორისო საავიაციო კომიტეტის ტექნიკური კომისიის ყველა წევრი აწერს. კომენტარებთან დაკავშირებული სამუშაოს დასრულების შემდეგ, "იკაოს" კონვენციის 31-ე დამატების შესაბამისად ანგარიში საჯარო უნდა გახდეს", _ აცხადებს ერმოლოვი.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დადგენაში მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის, პოლონეთისა და აშშ-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სპეციალისტები და სხვა და სხვა ქვეყნების საავიაციო ექსპერტები.
აღნიშნული გამოძიების შედეგების საფუძველზე, მსგავსი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად კომისიამ თავისი რეკომენდაციებიც მოამზადა.
მასალის გამოყენების პირობები