ამერიკული "ნიუსვიკი" რუსული გამოცემის დახურვას, ფინანსური პრობლემების გარდა, კრემლს უკავშირებს. ამის შესახებ ნათქვამია "ნიუსვიკის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც რუსული გამოცემის დახურვის მიზეზებზეა საუბარი.
სტატიის დასაწყისში აღნიშნულია, რომ რუსული გამოცემის დახურვის მიზეზი ფინანსური პრობლემები იყო, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ფინანსური პრობლემები გამოცემის ხელისუფლებისადმი კრიტიტიკულმა მიდგომამ გამოიწვია.
სტატიაში ნათქვამია, რომ რუსულმა "ნისუვიკმა" რამდენიმე წლის წინ, გამოაქვეყნა სტატია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის და კრემლში გავლენიანი ფიგურის ვლადისლავ სურკოვის საიდუმლოს შესახებ.
"ნიუსვიკის" ინფორმაციით, სურკოვის მამა ანდარბეკ დუდაევი ჩეჩენია და ჩეჩნეთში ცხოვრობს, ამ ყველაფერს კი სურკოვი ფართო საზოგადოებას უმალავდა. ამის შემდეგ გამოცემამ პირველმა გამოაქვეყნა სტატია 71 ამერიკელი კონგრესმენის შესახებ, რომლებიც ბარაკ ობამას თხოვდნენ, არ დაეშვა აშშ-ში რუსეთის დელეგაცია, რომელსაც ზემოხსენებული სურკოვი ხელმძღვანელობდა
"თუ მკითხავთ, რა აღიზიანებდა რუს ოფიციალურ პირებს "ნიუსვიკის" მასალებში, მე გიპასუხებთ - ყველაფერი", - აცხადებს მიხაილ ზიგარი რუსული "ნიუსვიკის" ერთ-ერთი რედაქტორი.
ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც გამოცემის ერთ-ერთმა კორესპონდენტმა სურკოვს კომენტარი სთხოვა, ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ მას რუსული "ნიუსვიკის" შესახებ არაფერი სმენია.
სტატიის მიხედვით, ამის შემდეგ, სხვადასხვა რადიკალურმა კრემლთან დაახლოებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა დაიწყეს გამოცემის თანამშრომლების დაშინება და მათზე თავდასხმები.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საბოლოო ჯამში რუსული გამოცემის დახურვის მიზეზი ფინანსები გახდა, რომელიც გაზეთის დაბალმა რეიტინგმა განაპირობა, თუმცა აღნიშნულია, რომ "ნიუსვიკმა" რადიო "ეხო მოსკვისთან" და "ნოვაია გაზეტასთან" ერთად მოახერხა და კრმელისთვის სახიფათო პროდუქტი მიაწოდა საზოგადოებას. სტატიაში აღნიშნულია, რომ დღეისათვის რუსეთში პრესის თავისუფლება უფრო შეზღუდულია, ვიდრე ეს ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის დროს იყო.