იმერეთის 7 სოფლის მოსახლეობა ბაღდათი-ვანი-სამტრედიის ცენტრალურ გზასა და რაიონულ ცენტრს რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ვანის რაიონში შუამთა-ტობანიერის გზის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაო მოინახულა.
აღნიშნული გზა, რომლის რეაბილიტაციასაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს რაიონულ ცენტრს იმერეთის 7 სოფელს: ტობანიერს, კუშიბოურს, მიქელეფონს, შუამთას, ყუმურს, მაიშოურს და დუცხუნს აკავშირებს.
მიმდინარეობს გზის სრული რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემისა და ხელოვნური ნაგებობების მოწესრიგება, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება და საგზაო ნიშნების დამონტაჟება.