საუდის არაბეთის პრინცი მოსამსახურის მკვლელობისათვის, მთელს ცხოვრებას ციხეში გაატარებს. ეს გადაწყვეტილება დღეს ბრიტანეთის სასამართლომ გამოიტანა.
"საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელს საუდ აბდელ აზიზ ბენ ნესერ ას-საუდს ბრიტანეთის სისხლის სამართლის სასამართლომ თავისი მოსამსახურის მკვლელობისათვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა", _ ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სასამართლოს განაჩენის თანახმად, პრინცის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის განხილვა მხოლოდ 20 წლის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
"პრინცი სასამართლომ ბრალდებულად აღიარა 32 წლის მისი სამსახურის ბანდარა აბდულაზიზის მკვლელობის საქმეში, რომელიც სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა ლონდონის ერთ-ერთი ოტელში 2010 წლის თებერვალში ცემით მოკლა.
სასამართლოს დადგენილებაში ასევე მითითებულია,¸რომ "თავდასხმას სექსუალური ხასიათი ჰქონდა".