თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც და სავარაუდო მსხვერპლიც.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო – სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.
ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი უცნობია.
იუწყებიან, რომ სავარაუდოდ აფეთქება დაბადების დღის ცენტრ "დეჟა ვუ"-ში მოხდა.
ამ დროისთვის დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ხოლო დაშავებულია რამდენიმე. ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, დაშავებულია კაფე "დეჟა ვუ"-ს მენეჯერი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
"თბილისი ენერჯი" აცხადებს, რომ აღნიშნულ კაფეში ბუნებრივი აირი საერთოდ არ არის შეყვანილი. აფეთქების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ჟანგბადის ბალონი, რომელიც ადგილზე მუშებს ჰქონდეთ მიტანილი სარემონტო სამუშაოებისთვის.
ინფორმაცია განახლდება.