რუსეთისთვის რაიმე სახის შეიარაღების და აღჭურვილობის მიყიდვა მიზანშაეწონილი არ არის, _ ამის შესახებ თემურ იაკობაშვილმა ამერიკელი სენატორების მიერ ობამასადმი გაკეთებული მიმართვის კომენტირებისას განაცხადა.
"ევროპის უსაფრთხოება ბევრ ელემენტზეა დამოკიდებული. მათ შორის აუცილებელია ევროპაში იყვნენ ისეთი პასუხისმგებელი სახელმწიფოები, რომლებიც პირობებს რეალურად ასრულებენ. რუსეთი, სამწუხაროდ, არ არის ასეთი ქვეყანა და მას უსაფრთხოების მიღწევა მეზობლების ხარჯზე სურს. ამიტომ, მათთვის რაიმე შეიარაღების და აღჭურვილობის მიყიდვა ჩვენი აზრით, მიზანშეწონილი არ არის", _ აღნიშნა იაკობაშვილმა.
მისივე თქმით, არსებული ინფორმაციით, რუსეთი საფრანგეთისგან მისტრალს ყოველგვარი ელექტრონებითა და რთული ტექნოლოგიებით აღჭუვის გარეშე ყიდულობს, რაც რუსეთს რეალურად სურდა.
შეგახსენებთ რომ ამერიკელმა სენატორებმა აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას მიმართეს და სთხოვეს, საფრანგეთის მხარესთან აწარმოოს მოლაპარაკება, რომ მათ რუსეთს სამხედრო ხომალდი მისტრალი არ მიყიდოს.