სიღნაღში, სამხატვრო აკადემიის თვითმმართველობის ორგანიზებით, სტუდენტთა ნამუშევრების საკონკურსო ხასიათის გამოფენა მოეწყო თემაზე - ,,ძველი თბილისის პეიზაჟები ახალ სიღნაღში."
როგორც რადიო „ჰერეთი" იუწყება, 6 მხატვრის 20 ნახატიდან ჟიურიმ 2 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა.
გამარჯვებულებს - დავით კვანტალიანს და გიორგი რუხაძეს სპეციალური პრიზები, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს - სიგელები გადაეცათ.
გამოფენის პარალელურად, სტუდენტებმა ახალი ორგანიზაცია, ,,ექსკლუზივ გრუპი" დააფუძნეს, რომელიც კულტურის და ხელოვნების განვითარების მხრივ იქნება მიმართული.
ამ დროისთვის ორგანიზაციაში 5 დამფუძნებელი და 30 კაციანი სამუშაო ჯგუფია გაერთიანებული.
აღსანიშნავია, რომ ,,ექსკლუზივ გრუპში" გაწევრიანება ნებისმიერ ხელოვნების მოყვარულ ადამიანს შეეძლება.