პოლონეთის ქალაქ ლოძში იაროსლავლ კაჩინსკის პარტია "კანონი და სამართლიანობას" შტაბბინაზე თავდასხმა განცორციელდა.
თავდასხმელი შტაბბინაში დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და პარტიის წევრებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე დაიღუპა პარტიის ერთ-ერთი წევრი. კიდევ ერთი ადამიანი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამ ეტაპზე უცნობია თავდასხმის მიზეზი. თავდასხმელი დაჭერილია და ამჟამად დაკითხვაზე ჰყავთ. გამოძიება თავდასხმელის ვინაობას ამ ეტაპზე არ ახმაურებს.
თვითმხილველები თქმით, თავდასხმელი აცხადებდა, რომ მას სძულს პარტიის ყველა წევრი და კაჩინსკის მოკვლა სურს.
თავად კაჩინსკი ფაქტზე პასუხისმგებლობას პოლონეთის მთავრობას აკისრებს.